კუთხურებს ტრენტი მოაწვდის
მადრიდის „რეალში“ კუთხურების ჩამწოდებელის შესახებ ყველაფერი გარკვეულია.
მას შემდეგ, რაც გუნდი ტონი კროოსმა დატოვა, ეს ფუნცია ლუკა მოდრიჩმა გადაიბარა, ხოლო როდესაც ხორვატი ლეგენდა მოედანზე არ იყო, კუთხურების ჩამწოდებელი ხშირად იცვლებოდა.
ახლა ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, ვინაიდან გუნდს ჰყავს ტრენტ ალექსანდერ არნოლდი, რომელიც აღნიშნული კომპონენტის უბადლო ოსტატია.
„მარკას“ ინფორმაციით, ჩაბი ალონსომ ტრენტს უკვე უთხრა, რომ მარჯვენა ფლანგიდან ყველა კუთხურს ის მოაწვდის, მარცხენა ფლანგის კომპონენტზე კი აუცილებლად უნდა იმუშავოს.
- 17 ივნისი 2025
- 537
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.