არბელოა "მეპასედაც" მოგვევლინა
საინტერესოა, რომ "ლევანტესთან" შეხვედრაში, მადრიდელთა მხრიდან ყველაზე მეტი პასი, არა რომელიმე გამთამაშებელმა, არამედ გარემარბმა არბელოამ გააკეთა.
"ფურია როხას" მცველმა, ვალენსიელთა წინააღმდეგ 83-ჯერ გაუკეთა პასი თანაგუნდელებს, საიდაცან მხოლოდ 67 გამოდგა ზუსტი.აღნიშნულ სტატისტიკაში, მეორე მოდის ხაბი ალონსო, რომლის აქტივშიც 77 პასია, ხოლო მესამე-მეოთხე პოზიციებს ინაწილებენ მარსელო და რამოსი, რომლებმაც 72 & 62 პასი გააკეთეს.
ნიშანდობლივია, რომ მესუთ ოზილი საკმაოდ პასიური იყო "ღამურების" წინააღმდეგ.ამჯერად, გერმანელმა ნახევარმცველმა დირიჟორის ფუნქციები ვერ იკისრა.
სტატიის ბოლოს მინდა პარალელი გავავლო "ბარსელონასთან," რომლის საუკეთესო მეპასეები, "ატლეტიკის" წინააღმდეგ, 125 პასით გამოირჩნენ, ხოლო ჯამში კი 574 გადაცემას მოუყარეს თავი, რაც შეეხება "რეალის" საბოლოო შედეგს, "თეთრებმა" მხოლოდ 250 პასი ჩაიწერეს მოურინიოს წიგნაკში.
- 27 სექტემბერი 2010
- 1 783
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.