„რეალის“ საგანგებო ოფიციალური განცხადება!

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

საფეხბურთო კლუბი მადრიდის „რეალი“ აცხადებს, რომ ესპანეთის დედაქალაქის პროვინციული სასამართლოს 23-ე სექციამ დღეს გამამტყუვნებელი განაჩენი გამოიტანა ოთხი რადიკალი გულშემატკივრის მიმართ, რომლებმაც 2023 წლის 25 იანვარს, „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ შორის თასის მეოთხედფინალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, „ბლანკოსის“ საწვრთნელი ბაზის მახლობლად მდებარე ხიდზე ჩამოკიდეს შავი გასაბერი თოჯინა, რომელსაც ვინისიუს ჟუნიორის მაისური ეცა და მისი ჩამოხრჩობის იმიტაცია მოახდინეს.

ბრალდებულებმა ასევე გამოფინეს დიდი ბანერი, რომლითაც საჯაროდ გამოხატავდნენ თავიანთ სიძულვილს „რეალ მადრიდის“ მიმართ. ერთ-ერთმა მათგანმა თავისი ქმედებები სოციალურ მედიაშიც გამოაქვეყნა.

ბრალდებულებმა აღიარეს თავიანთი ქმედებები, გამოთქვეს სინანული და საჯაროდ მოიხადეს ბოდიში. თითოეული მათგანი დამნაშავედ ცნეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულში.

სასამართლომ ერთ ბრალდებულს ერთი წლითა და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დანარჩენებს - ერთი წლითა და ორი თვით.

ბრალდებულებს ასევე მოუწევთ დაკისრებული ჯარიმების გადახდა, კიდევ სამი წლით აეკრძალებათ განათლებასთან და სპორტთან დაკავშირებული პროფესიების შესრულება და ოთხი წლით აეკრძალებათ ვინისიუს უმცროსთან 1000 მეტრის რადიუსში მიახლოება ან მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია.

გარდა ამისა, მათ ამ პერიოდში სპორტული ღონისძიებების დროს არ ექნებათ უფლება დაესწრონ ან მიუახლოვდნენ ნებისმიერ საფეხბურთო სტადიონს, მათ ასევე უნდა გაიარონ ტრენინგი თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.

„რეალი“, რომელიც თავის ფეხბურთელთან ერთად ამ და სხვა მრავალ საქმეში კერძო ბრალმდებლის როლს ასრულებს, გააგრძელებს მუშაობას ჩვენი კლუბის ღირებულებების დასაცავად და ფეხბურთისა და სპორტის სამყაროში ნებისმიერი რასისტული ქცევის აღმოსაფხვრელად.


1

გუშინ და 21:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 153

კარგი იქნება თუ საქართველოშიც დაინერგება იგივე მიდგომა, თორე გადავსებულია სოციალური მედია ერთმანთის ლანძღვით და გინებით, თორემ ვიღაცას ნერვები უმტყუნებს და გამოჭრის ყელს და მერე ქვითინი არ უშველის როგორი კარგი და ზრდილობიანი ახალგაზრდა მოკლესო. მარტო პოლიტიკოსების შეურაცხყოფაზე არ უნდა იყოს სისხლის სამართლის კანონი, ჩვეულებრივ მოქალაქებზეც უნდა გავრცელდეს იგივე. აზრი ვერ დაგიფიქსირებია ადამიანს ისე რომ ვიღაც სირი არ გამოხტეს და შეურაცხმყოფელი პასუხი არ გაგცეს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (212)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)