ვინი:,,პირველი მუნდიალი რეალმა უნდა მოიგოს"
ვინისიუს ჟუნიორმა შეერთებულ შტატებში პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
„ჩვენი მოტივაცია უმაღლესია. ეს არის ერთადერთი ტურნირი, რომელიც „რეალს“ არასდროს მოუგია და სწორედ ჩვენ უნდა გავხდეთ პირველი გამარჯვებულები. ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“
„გუნდს შევუერთდი და ბედნიერი ვარ, რომ თანაგუნდელები ვნახე. ახალწვეულებთან მცირეხნიანი საუბარი მქონდა, მათთან კომუნიკაცია მომავალშიც ხშირი იქნება.“
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ ძალიან ცხელა და მატჩის ჩაატარება შუა დღეს მოგვიწევს, სწორედ ამიტომ, სპეციალური სამზადისია საჭირო.“
„როგორც ჩანს, ჩაბი ალონსოს ძალიან უყვარს ინტენსივობა და ამას ხაზი სხვა ფეხბურთელებმაც გაუსვეს. დღევანდელი ვარჯიში იმდენად დატვირთული არ იყო, რადგან მგზავრობის გამო ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ.“
- 16 ივნისი 2025
- 430
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.