ჯუდ ბელინგემის პასუხი „რეალს“ - „ამას არასდროს გავაკეთებ“
ჯუდ ბელინგემმა სამეფო კლუბის შეთავაზებას სუპასუხა.
იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარე ზაფხულს ფლორენტინო პერესი ძალიან ბევრ აქტივობას გეგმავს და გუნდში ახალი ფეხბურთელები მოდიან, რასაც თავის მხრივ ფეხბურთელების გაშვებაც მოყვება, ახალი სეზონის „რეალში“ არაერთი ფეხბურთელი ითამაშებს ახალი მაისურით.
არსებული ცნობით, ჯუდ ბელინგემს ნომრის ცვლილება შესთავაზეს, მაგრამ ინგლისელი ფეხბურთელი ღია უარზეა.
ბელინგემმა „რეალს“ უთხრა, რომ 10 ნომრიანი მაისურიც არ სურს და მისი კერპის, ზინედინ ზიდანის 5 ნომრიანი მაისური მთელი მადრიდული კარიერის მანძილზე ეცმევა.
- 15 ივნისი 2025
- 3 264
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.