რა ნომრით ითამაშებს მასტანტუონო „რეალში“?
ფრანკო მასტანტუონო მადრიდის „რეალს“ 14 აგვისტოთან შეუერთდება და პრე-სეზონის ფარგლებში ვარჯიშს დაიწყებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შედგება არგენტინელი ახალგაზრდა ფეხბურთელის პრეზენტაცია, თუმცა ცნობილი ხდება ორი ვარიანტი, რომლითაც ის მოედანზე გავა.
მასტანტუონო ან ლუკას ვასკესის კუთვნილ 17, ან 18 ნომერს მოირგებს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 18 ნომერი არდა გიულერზე უნდა გადაცემულიყო, თუმცა თავად თურქ ფეხბურთელს 15 ნომრის შენარჩუნება სურს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კილიან მბაპე ლუკა მოდრიჩის 10-იანს მოირგებს, 9 ნომერს კი ენდრიკ ფელიპე დაეპატრონება.
- 15 ივნისი 2025
- 1 666
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.