ტრენტი:„ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე „რეალზე“ ყველა ოცნებობს“
ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.
„აქ ყოფნა წარმოუდგენელი მიღწევაა, მაგრამ მთავარი შრომა და თავდადება წინ მელის, რადგან „რეალში“ დიდი სტანდარტია. ყველაფერს ვიღონებ ოცნებების ასახდენად, მე აქ ამისთვის მოვედი.“
„დახვედრა წარმოუდგენელი იყო. არასდროს დამავიწყდება ჩემი პრეზენტაციას.“
„კარიერის გარკვეულ ეტაპზე ყველა ოცნებობს მადრიდის „რეალში“ მოხვედრაზე, რადგან ეს განსაკუთრებული კლუბია.“
„„ლივერპული“ ჩემი კლუბი იყო, რომელსაც მრავალი წელი მივუძღვენი, ახლა კი ახალ ასპარეზზე გამოვედი. „რეალს“ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და მჯერა, რომ კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას შეძლებს, მე ამ კლუბის ნაწილი ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ საკუთარი წვლილის შესატანად იმ დიდ გამარჯვებებში, რომელიც მომავალში გველის.“
„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ფლორენტინო პერესს, ის საოცარი პრეზიდენტია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა „რეალის“ წარმატებაში. ბოლო ათწლეულებში პერესის წვლილი კლუბის აღმშენებლობაში უდიდესია, მან სწორი პოლიტიკის წყალობით არნახული პროგრესი აჩვენა.“
„ჩემი პირველი მოგონებები მადრიდის „რეალთან“ დევიდ ბექჰემს უკავშირდებოდა, შემდეგ კი იყო კრიშტიანო, ბეილი და სხვები.“
„აქ არაერთი ფეხბურთელი მოსულა პრემიერლიგიდან, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. გამონაკლისი არც მე ვიქნები და ვეცდები, რომ როგორც შიდა ასპარეზზე, ასევე ევროსარბიელზე წარმატებული ვიყო.“
„ჩაბი ალონსო, როგორც კლუბებში, ასევე ესპანეთის ნაკრებში ძალიან წარმატებული ფიგურა იყო და უამრავი ტიტულის მოგება შეძლო. ახლა ჩაბი მწვრთნელის რანგში აგრძელებს ეფექტურად მუშაობას, დარწმუნებული ვარ, ეფექტური კოლაბორაცია გვექნება, ჩვენ გვქონდა საუბარი და განვიხილეთ გარკვეული საკითხები.“
„ბერნაბეუზე თამაშის გამოცდილება აქამდეც მქონია, თუმცა მოწინააღმდეგე ფეხბურთელის რანგში. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესც ქომაგების დიდი არმია მე დამიჭერს მხარს. ეს მართლაც მაგიური არენაა, რომელიც უდიდეს ისტორიას ინახავს.“
„ჯუდ ბელინგემმა მითხრა, რომ „ბლანკოსში“ თამაში დიდ სიამოვნებას მომანიჭებს, ის ჩემი მეგობარია და არაერთ სასარგებლო რჩევას მაძლევს.“
„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლა მნიშვნელოვანი იქნება. ეს ჩემთვის კარგი მომენტია სწრაფი ადაპტაციისთვის.“
- 15 ივნისი 2025
- 448
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.