ვალვერდე:„ახალ სეზონს უფრო დიდი მოტივაციით შევხვდებით“

ფედე ვალვერდემ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩვენი მოტივაცია ძალიან მაღალია. გვსურს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოვიგოთ და სეზონი წარმატებით დავასრულოთ. აუცილებლად აღსანიშნავია ჩაბი ალონსოს ეფექტი, რომელიც საოცარ ტემპს ითხოვს. ყველა ვარჯიშზე ბოლომდე ჩართულია და ცდილობს, მოთამაშეებისგან მაქსიმუმი მიიღოს.“

„ვულოცავ ტრენტს და ჰოისენს, ისინი საუკეთესო კლუბში მოხვდნენ და დარწმუნებული ვარ, ახალი გამოცდილება უნიკალური იქნება.“

„მასტანტუონო? ის ბრწყინვალე შენაძენია, ეჭვი არ მეპარება, ბერნაბეუზე გაიბრწყინებს, ჩვენ კი ყველა კომპონენტში დავეხმარებით.“

„პირად დონეზე არანაირი პრობლემა არ მაქვს. საკლუბო მუნდიალის შემდეგ კარგად დასვენებას ვგეგმავ, შემდეგ კი ძალიან მნიშვნელოვანი პრე-სეზონი გველის. ამ სეზონში ბევრი პრობლემა გვქონდა, სწორედ ამიტომ, ახალი სეზონისთვის კიდევ უფრო მეტი შემართებით მოვემზადებით.“

„ახალ სამწვრთნელო შტაბთან ადაპტაციისთვის დრო ყველა ვარიანტში დაგვჭირდება, საკლუბო მუნდიალი კი ამაში დაგვეხმარება. როდესაც ახალი სპეციალისტი მოდის, მას აქვს მიდგომები, რომელიც უნდა გაითავისო.“


1

15 ივნისი 2025 20:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 59

„ჩვენი მოტივაცია ძალიან მაღალია. გვსურს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოვიგოთ და სეზონი წარმატებით დავასრულოთ."

რეალი თუ ჩემპიონი არ გახდა ის სეზონი წარმატებულად ვერ ჩაითვლება. მითუმეტეს რომ მთავარ მეტოქესთან ყველა შეხვედრა წააგეთ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)