კარლოსი იუსის დიდი თაყვანისმცემელია

19 წლის კანტერანო იუსი (იუსიფ ენრიკესი) რობერტო კარლოსის განსაკუთრებული სიმპატიებით სარგებლობს.

ჩაბი ალონსომ მარცხენა მცველი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის განაცხადშიც შეიყვანა.

ყოველდღიურ ვარჯიშებზე იუსი აჩვენებს, რომ დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს.

რობერტო კარლოსი იუსის დიდი მხარდამჭერია და მიიჩნევს, რომ ის დიდ ეპოქას შექმნის, სწორედ ამიტომ, მთავარ გუნდში შანსი უნდა მიიღოს.

იუსი საკმაოდ კარგი სისწრაფით, პასის უნარით და ტექნიკური მონაცემებით გამოირჩევა.

მაროკოული წარმოშობის მქონე ესპანელს „კასტილიასთან“ 2028 წელს ეწურება კონტრაქტი, მაგრამ თუ ალონსო მას მთავარ გუნდში დააწინაურებს, პირობები შეიცვლება.

იმ შემთხვევაში, თუ კანტერანო მთავარ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს და ფლორენტინო პერესი ალვარო კარერასის დამატებასაც შეძლებს, არ არის გამორიცხული მენდიმ და ფრან გარსიამ გუნდი დატოვონ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (181)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)