გვარდიოლა:„კარგია, რომ ანჩელოტი „რეალიდან“ წავიდა“

ხოსეპ გვარდიოლამ კარლო ანჩელოტის „რეალიდან“ წასვლასა და სამეფო კლუბში არსებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„სიმბოლურია,  რომ მადრიდის „რეალში“ ესპანელ მწვრთნელს დიდი ხანია არ უმუშავია და ახლა სწორედ ჩვენი თანამემამულეების დრო მოვიდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ესპანელი მწვრთნელების დიდ პროგრესს.“

„ლოპეტეგის ეპოქა მცირეხნიანი იყო, იგივეს თქმა შემიძლია რაფაელ ბენიტესზე, იქამდე კი გუნდს ჟოზე, პელეგრინი, შუსტერი და სხვები წვრთნიდნენ.“

„ჩემი აზრით, „რეალში“ სტაბილურო ეპოქა ვისენტე დელ ბოსკეს შემდეგ არცერთ ესპანელს არ ჰქონია, ახლა კი ჩაბის დრო მოდის, მას წარმატებებს ვუსურვებ.“

„ანჩელოტი? კარგია, რომ იტალიელი წავიდა, რადგან მასთან შეხვედრა ხშირად მიწევდა, ჩემი ბალანსი კი უარყოფითი იყო. ანჩელოტისთან ნაკლებად მიმართლებდა.“

„ალონსოს უყვარს შემტევი სტილი, რაც „რეალისთვისაც“ იდეალური იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩაბის „ბლანკოსისა“ და ფლიკის „ბარსელონას“ დაპირისპირება კიდევ უფრო მძაფრი და სანახაობრივი გახდება.“


1

გუშინ და 22:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 115

იასნია გაუხარდებოდა სადაც შეხვდა სული ამოხადა ყველგან

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (181)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)