კარვახალი;„ტრენტი კონკურენტი არ არის, ის „რეალის“ მომავალია“
დანიელ კარვახალმა ტრენტ ალექსანდერ არნოლდზე ისაუბრა.
„ტრენტ ალექსანდერ არნოლდის სახით მადრიდის „რეალმა“ დიდი ფეხბურთელი დაიმატა, რომელსაც უკვე საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს.“
„კონკურენცია ჩვენს შორის? მერწმუნეთ, მას ყველაფერში დავეხმარები და ვეცდები, რომ საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს.“
„ტრენტი „რეალის“ მომავალია, ადრე თუ გვიან ის შეუცვლელი წევრი გახდება და ბევრს გააკეთებს მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად.“
„საკმაოდ ბევრ ტურნირზე გამოვდივართ და სეზონი გრძელია. დარწმუნებული ვარ, ალონსო სათამაშო დროს მეც მომცემს და ახალწვეულსაც.“
- 13 ივნისი 2025
- 895
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.