ისევ მასტანტუონო - „რეალი“ განცხადებას დღეს გააკეთებს?
არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალი“ ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს.
არგენტინელ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება უკვე გავლილი აქვს. ასევე ისიც ცნობილია, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „რივერ პლეიტის“ ღირსებას დაიცავს.
მცირედი დეტალების მოგვარებისა და არგენტინულ მხარესთან შეთანხმების შემდეგ „რეალი“ განცხადების გაკეთებას აპირებს.
„მარკას“ ცნობით, მადრიდულ გუნდს განცხადება უკვე მზად აქვს და ხელმძღვანელობის მწვანე შუქის ანთებას ელოდება.
მასტანტუონო „რეალთან“ 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 13 ივნისი 2025
- 450
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.