მასტანტუონოს ტრანსფერი ბრაჰიმის მომავალს ეჭვქვეშ აყენებს

მადრიდის „რეალი“ ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად ემზადება.

აბსოლუტურად ყველა ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ არგენტინელი ფეხბურთელი უკვე „ბლანკოსის“ საკუთრებაა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩაბი ალონსო მასტანტუონოს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს და მიიჩნევს, რომ ასაკი არაფერს ცვლის.

ლამინ იამალი ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ თუ ნიჭი და შესაძლებლობები არსებობს, ასაკი ვერ იქნება სკამზე ჯდომის საფუძველი.

მასტანტუონოს გამადრიდელება ავტომატურად ნიშნავს არდა გიულერთან და სხვა ფეხბურთელებთან კონკურენციაში შესვლა, რაც დამატებით ართულებს ბრაჰიმ დიასის შანსებს, რომელიც ისედაც არასდროს განიხილება სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ.

დიასი ახლა ამერიკაში გაყვება გუნდს, მაგრამ ახალ სეზონს დაიწყებს თუ არა ჩაბი ალონსოსთან ერთად არავინ იცის.

ესპანური გამოცემების ცნობით, თუ მაროკოელი ფეხბურთელი ახალი მწვრთნელის გეგმებში არ შევა, ფლორენტინო პერესი მას 50-55 მილიონი ევროს ფარგლებში გაყიდის.


1

13 ივნისი 2025 12:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 86

თუ ასეა მაშინ უნდა გავუშვათ ბრაჰიმი


2

13 ივნისი 2025 13:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 42

ერთადერთი ფეხბურთელია ბრაჰიმი რეალში რომლის სათამაშო სტილი მე პირადად არ მომწონს იმას არ ვამბობ რო ცუდია ძალიან კარგი ფეხბურთელია უბრალოდ ჩემს გემოვნებაში არ ჯდება 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)