ჩაბი ალონსოს განსაკუთრებული მოთხოვნა - „ჩვენ გვჭირდება ეს ტრანსფერი“

ჩაბი ალონსოს ფლორენტინო პერესთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. იქამდე, სანამ მადრიდის „რეალი“ შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, მთავარი მწვრთნელი მაქსიმალურად ცდილობს ყოველი დღის გამოყენებას.

მადრიდული გამოცემების ცნობით, ჩაბი სასწრაფოდ ითხოვს ფეხბურთელის შეძენას, რომელიც მისი გუნდის ნახევარდაცვას გააძლიერებს.

როდრის ტრანსფერო ფაქტობრივად გამორიცხულია, ასევე ბუნდოვანებით არის სავსე მარტინ სუბიმენდის სიტუაციას, რომელიც „არსენალს“ ბევრჯერ დაუკავშირეს, შემდეგ კი მოლაპარაკებები ჩაშალეს.

ამ ეტაპისთვის აქტუალური არ არის ანჯელო სტილერის ტრანსფერიც, ჩაბი კი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

ალონსო ნახევარმცველის დამატებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გუნდს ახალი ნახევარმცველი არ ეყოლება, მაგრამ ეს პერიოდი „რეალმა“ უნდა გამოიყენოს და პრე-სეზონზე ახალი მოთამაშე მოიყვანოს.


1

13 ივნისი 2025 12:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5

მგონი გიულერს კიდე არ უჩანს კარგი მომავალი ასეთი ფეღბურთელი რომ გყავს უეჭველი უნდა გამოიყენო ანა პაზი კიდე პიტველივე გოსვლაზე შეეტყო რა დონე ქონდა კარგად მახსოვს დღეს ამაზე მაგარ 10 იანზე მოთამაშეს ვერავინ ვერ დაასახელებს 


2

13 ივნისი 2025 14:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 174

ალონსოს მიდგომა ნათელია, სურს ითამაშოს 1 ნომრად და ამისათვის შესაბამისი ცენტრია საჭირო რომელიც დაიჭერს ბურთს. ჩუამენი ვალვერდე ინდივიდუალურად კარგები არიან მაგრამ არა ბურთის დაჭერაში, მითუმეტეს მათი ერთად თამაშში იძლევა ენერგიას მაგრამ კრეატივი დაბალია. ალბათ რომელიმე რომიყოს ბურთთან მოდრიჩივით ან კროოსივით ძალიან მარტივია გადაწყვეტილების მიღება და შეწყვილება, და მაგიტომაც ძიებაშია "ტემპის გამკონტროლებელი" კალიბრის ძიებაში


3

13 ივნისი 2025 14:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 997

ამ გიულერით რა წაიღეთ ტვინი, არ იყოს ეგეც დებრუინი. რამდენი შანსი. მიიღო ამ სეზონში და დიდი ვერაფერი, კაი დარტყმა აქვს და ეგ გოლებიც მაგით გაიტანა. რო თქვა რო ვინგერიაო ვერ იტყცი, არც მთლად 10ია, ჯერ პოზიციაც არ მოურგია და რაის სასტარტოს ითხოვთ. ენდრიკი მაგაზე მაგარი ტალანტია სწორად რო განვითარდეს. ეგ ბავშვი ბრაზილიის ჩემპიონატში იყო 16წლამდე და გიულერი სულ ევროპაში და ტაქტიკური განათლება უფრო მეტი აქვს მარა საფეხბურთო მონაცწმებით ენდრიკთან ახლოსაც ვერ მივა


4

13 ივნისი 2025 15:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 150

თუ 4-4-2 სისტემით ითამაშებს კამავინგა მშვენივრად მოერგება, ბურთსაც იჭერს, ანაწილებს კიდეც, დაცვაშიც ხისტი თამაში შეუძლია და თავდასხმასაც აქტიურად ეხმარება, ჯუდის შემდეგ მასეთი ბურთის კონტროლი არავის არა აქვს რეალში. ნახევარდაცვის პრობლემა ნაკლებად აქვს გუნდს, უფრო ცენტრფორვარდი გვჭირდება სკამიდან რომ შემოვიდეს ხოლმე


5

14 ივნისი 2025 15:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 947
13 ივნისი 2025 14:17, PAQSO says:

ამ გიულერით რა წაიღეთ ტვინი, არ იყოს ეგეც დებრუინი. რამდენი შანსი. მიიღო ამ სეზონში და დიდი ვერაფერი, კაი დარტყმა აქვს და ეგ გოლებიც მაგით გაიტანა. რო თქვა რო ვინგერიაო ვერ იტყცი, არც მთლად 10ია, ჯერ პოზიციაც არ მოურგია და რაის სასტარტოს ითხოვთ. ენდრიკი მაგაზე მაგარი ტალანტია სწორად რო განვითარდეს. ეგ ბავშვი ბრაზილიის ჩემპიონატში იყო 16წლამდე და გიულერი სულ ევროპაში და ტაქტიკური განათლება უფრო მეტი აქვს მარა საფეხბურთო მონაცწმებით ენდრიკთან ახლოსაც ვერ მივა

შენ მგონი გიულერის თამაშებს მხოლოდ გოლებით აფასებ და ის საერთოდ სასაცილოა ენდრიკს რომ ადარებ


6

14 ივნისი 2025 17:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 58

ამდენი ტრანსფერები კარლოსთვის გაეკეთებინათ და მე მგონი ისიც დადებდა შედეგს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)