გუტი:„არდა გიულერი მგავს, მაგრამ მას მეტი შეუძლია“

ხოსე მარია გუტიერესმა „რეალში“ არსებული ვითარება შეაფასა.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა ძვრა პროგრესისკენ იქნება მიმართული. ჩაბი ალონსო გუნდს ახალ ელფერს შესძენს და სამეფო კლუბი გახდება ძალიან  დინამიური, სანახაობრივი და ეფექტური.“

„შემართება, რომელიც ესპანელ სპეციალისტს აქვს შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს, ის „რეალში“ მოხვდა და უნდა დაამტკიცოს, რომ ბევრი შეუძლია.“

„არდა გიულერი? თურქი საოცარია, ის გარკვეულ კომპონენტებში მგავს, მაგრამ გაცილებით მეტი შეუძლია, რადგან ჩემზე ბევრად სწრაფია და საოცარ დარტყმას ფლობს.“

„მოედნის ხედვის და პასის მხრივ, თურქს მართლაც აქვს კონკრეტული მსგავსებები.“

„დარწმუნებული ვარ, ალონსოს ეპოქის „ბლანკოსში“ არდას როლი მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი, თანაც ის უკვე 2 წელია მადრიდში ცხოვრობს და ადაპტაციის პრობლემა აღარ აქვს.“

„რაული? ადრე თუ გვიან ის აუცილებლად მოირგებს მთავარი გუნდის მწვრთნელის სტატუსს. ელ კაპიტანომ კარგად იცის, რა მოთხოვნებია „ბლანკოსში“ და რა დონე უნდა აჩვენოს.“

„ნიკო ფასი ძალიან მომწონს. არ ვიცი, ამ ზაფხულს დაბრუნდება თუ მომდევნო წელს, მაგრამ დანამდვლებით ვიცი, რომ ნიკოს ფლორენტინო პერესი არ გაყიდის და ის ბერნაბეუზე გაიბრწყინებს.“

„მთავარი ის არის, რომ „მერენგების“ რიგებში არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა ირიცხება. ეს ნამდვილად არის როგორც აწმყოს, ასევე მომავლის გუნდი.“

„თუ ალონსო კანტერანოებს მეტ დროს დაუთმობს, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად მოიტანს შედეგებს.“

„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩაბი ალონსოსთვის დიდი გამოცდა იქნება, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ინდიკატორი. ჩაბის აუცილებლად სჭირდება დრო იმისთვის, რომ გუნდში საკუთარი იდეები დანერგოს და განახორციელოს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)