ტრენტი:„„რეალში“ თამაშზე წლები ვოცნებობდი“
ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა პრეზენტაციისას დამსწრე საზოგადოებას მიმართა.
„მადრიდის „რეალში“ თამაშზე წლები ვოცნებობდი. როდესაც შემოთავაზება მივიღე, მივხვდი რომ ჩემი შანსი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა.“
„ბერნაბეუზე თამაში ემოციური იქნება, ამ მომენტს მოუთმენლად ველი. დიდი მადლობა პრეზიდენტ პერესს, რომელიც საოცრად დამხვდა.“
„მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებ, სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია.“
„ვიცი, რომ „ბლანკოსში“ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. აქ ყოველ წელს ჩემპიონი უნდა გახდეს და არასდროს დაკმაყოფილდე მიღწეულით, სწორედ ამიტომ თავმდაბლობა და მაქსიმალური შრომაა საჭირო.“
„მჯერა, დიდი შრომა მოიტანს წარმატებას და „რეალში“ წარმატებული ეპოქა მექნება, ჰალა მადრიდ!“
- 12 ივნისი 2025
- 475
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.