პერესი:„„რეალს“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შემოუერთდა“

ფლორენტინო პერესმა ტრენტ ალექსანდერ არნოლდი ფართო საზოგადოებას წარუდგინა და ქომაგებს სიტყვით მიმართა.

„დღეს ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მადრიდის „რეალს“ შეუერთდა ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც საკმაოდ პრესტიჟულ და წარმატებულ „ლივერპულთან“ ერთად აბსოლუტურად ყველა ტიტულის მოგება შეძლო და უდიდესი წვლილი შეიტანა წარმატებაში. დღეს ჩვენს რიგებს შემოუერთდა ტრენტ ალექსანდერ არნოლდი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ისეთივე მოტივირებული და წარმატებული იქნება „რეალში“, როგორიც „ენფილდზე“ იყო.“

„ძვირფასო ტრენტ, შენ მოხვდი კლუბში, რომელმაც 15-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ყველაზე მდიდარი მუზეუმი აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს კლუბი მოგცემს დამატებით შემართებას და ძალას  რომ განაგრძო ის საოცარი ეპოქა, რომელსაც წლების მანძილზე ქმნიდი. ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი ნაწილი ხდები და „რეალის“ წარმატებისთვის იბრძოლებ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი გამოგვივა და წლების შემდეგ შენს მადრიდულ კარიერას საოცარს უწოდებენ.“

„ტრენტ, აქ არის შენი ოჯახი და ჩვენ კარგად ვიცით, რამდენს ნიშნავს მათი კარგად ყოფნა. შენმა ოჯახმა კარიერულ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა და გვჯერა, რომ მხარდაჭერა ახლაც გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შენმა ოჯახმა ბედნიერად იცხოვროს ქალაქში, რომელიც ფეხბურთის სიყვარულშია ჩაფლული.“

„„რეალში“ ყოველი ახალი ტიტულის მოგება, მომდევნო ტიტულის მოგების მოტივაციას ქმნის. ჩვენ ასე ვცხოვრობთ და გვჯერა, რომ წარმატების გზა მუდმივ შიმშილზე გადის, რომელიც თასების მოგებას უკავშირდება.“

„ეს გერბი და ეს მაისური შრომის, ძალისხმევის, მუდმივი გაუმჯობესების, მეგობრობის, თავმდაბლობის, პატივისცემის და, რა თქმა უნდა, სოლიდარობის სიმბოლოა. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა შემოუერთდა ჩვენს კლუბს და მზადაა, ასევე შევიდეს ყველა დროის უდიდესი კლუბის ისტორიაში.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)