„რეალი“ დღეს არ ივარჯიშებს
ჩაბი ალონსომ გუნდში ერთდღიანი შესვენება გამოაცხადა.
„მერენგები“ დღეს დაისვენებენ და ხვალ ფაქტობრივად სრული შემადგენლობით ივარჯიშებენ.
ალონსოს სურს, რომ უკვე ის გუნდი ავარჯიშოს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეყოლება, სწორედ ამიტომ, კანტერანოების ნაწილი ხვალინდელ სესიაზე აღარ გამოცხადდება, ხოლო განაცხადში მყოფი ახალგაზრდები ჩაბის განკარგულებაში იქნებიან.
რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს პირდაპირ შეერთებულ შტატებში შეუერთდება, დანარჩენები კი ხვალინდელ სესიაზე მონაწილეობას მიიღებენ.
ხვალ ასევე ივარჯიშებენ ახალწვეულები - დინ ჰოისენი და ტრენტ ალექსანდერ არნოლდი.
- გუშინ, 12:45
- 249
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.