ჰოისენი:„მსურს, ქომაგებს თავი რამოსივით შევაყვარო“
დინ ჰოისენმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა.
„ძალიან მიხარია აქ ყოფნა და მოუთმენლად ველი, როგორც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, ასევე ახალი სეზონის დაწყებას.“
„„რეალში“ არ არსებობს თოაბა, რომელსაც ჩავარდნა ჰქონდა. ეს არის ეპოქალური კლუბი, რომელიც ყველგან და ყოველთვის წარმატებული იყო.“
„მუზეუმში შევედი და დავინახე ჩემპიონთა ლიგის 15 თასი. მსგავს შედეგთან მიახლოებაც კი ურთულესი ამოცანაა. ჩვენ ვართ ფეხბურთელები, რომლებიც ფლობენ დიდ პრივილეგიას, რასაც სამეფო კლუბში თამასი ჰქვია.“
„ყველა ნაბიჯი, რაც კარიერაში გადამიდგამს აქ მოხვედრისკენ იყო მიმართული. „რეალში“ თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება გახლდათ და ახლა ეს ყველაფერი რეალურია.“
„ვერასდროს მოუსმენ სხვას, როდესაც „რეალი“ კონტრაქტს გთავაზობს. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ და „მერენგებს“ დავთანხმდი.“
„ცენტრალური მცველი ვარ და სხვა პოზიციაზე თამაშს არ განვიხილავ, თუმცა მჯერა, რომ აქ მივიღებ უდიდეს გამოცდილებას და არაერთი მიმართულებით შევძლებ განვითარებას.“
„როდესაც სერხიო რამოსმა „ატლეტიკოს“ კარში გოლი გაიტანა, საოცარი შეგრძნება დამეუფლა, მაშინ პატარა ვიყავი. მჯერა, რომ შევძლებ მასსავით მისაბაძი ფეხბურთელი გავხდე.“
„ახლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე უნდა ვკონცენტრირდე და ვეცადო, „რეალთან“ ერთად პირველი ტიტულის მოგებას.“
„მსურს მივმართო ქომაგებს და დავპირდე, რომ ამ კლუბისთვის ბოლომდე დავიხარჯები, ჰალა მადრიდ!“
- 12 ივნისი 2025
- 310
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.