მასტანტუონომ სამედიცინო შემოწმება გაიარა
ფრანკო მასტანტუონომ მადრიდის „რეალის ექიმებთან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა.
პროცესი იქამდე შედგა, სანამ „რივერ პლეიტი“ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღებდა გეზს.
გადაწყვეტილია, რომ ფრანკო მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე არგენტინული კლუბის ღირსებას დაიცავს, მადრიდულ გრანდს კი შემდეგ შეუერთდება.
ჩაბი ალონსოს დაჟინებული მოთხოვნით, არგენტინელი გუნდს ივლისის ბოლოს შეუერთდება და აზრები მისი დეკემბერში დამატების შესახებ უსაფუძვლოა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფრანკომ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდება საჯარო, რაც „რეალი“ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს
- 12 ივნისი 2025
- 629
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.