მოდრიჩმა „მილანს“ მუნდიალის დასრულებამდე უარი უთხრა
ლუკა მოდრიჩს „მილანში“ სამედიცინო შემოწმება დღეს უნდა გაევლო, მაგრამ ხორვატმა ფეხბურთელმა დროებით უარი განაცხადა, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
ხორვატ ლეგენდას სურს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ისე ითამაშოს, რომ არცერთ სხვა კლუბთან არ იყოს დაკავშირებული.
ამ ნაბიჯით ლუკიტა დედაქალაქური კლუბის მიმართ კიდევ ერთხელ იჩენს პატივისცემას.
ის, რომ ნახევარმცველი კარიერას „როსონერიში“ გააგრძელებს გადაწყვეტილია, მაგრამ სამედიცინო შემოწმება და შემდეგ 1 წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერა, ივლისის თვეში მოხდება და არა ახლა.
- 12 ივნისი 2025
- 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.