ოზილი: სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ

მადრიდის "რეალის" გერმანელმა ფეხბურთელმა, მესუთ ოზილმა განაცხადა, რომ ლევანტესთან "მიღწეული" ფრით არავინაა კმაყოფილი, მაგრამ საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და მომავალ მეტოქეზე ფიქრი...

"ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ამ სეზონში ასეთი ცუდი მატჩი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ აჟიტირებას არასდროს მოაქვს კარგი შედეგი, მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება და ისე მუშაობა."

"მოურინიო ძალიან უკმაყოფილო იყო, არცერთ ფეხბურთელს არ გვაქვს უფლება მისი სიტყვების ციტირება მოვახდინოთ, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ მთავარი მწვრთნელი ძალიან იყო გაბრაზებული."

"ლა ლიგაში არაფერი დაგვიკარგავს, ტურნირი ახალი დაწყებულია და ყველაფერი წინ არის, დარწმუნებული ვარ კვლავ შევძლებთ პირველ ადგილზე დაბრუნებას."

"სამშაბათს მნიშვნელობანი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართება. ფრანგული ოსერი სახუმარო გუნდი არ არის, ჩვენ მათ ვაფასებთ და ვფიქრობთ, რომ იოლი თამაში არ გვექნება, მითუმეტეს ფრანგები საკუთარ მოედანზე იასპარეზებენ."

"სამეფო გუნდის ინჩასებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ, მაგრამ ჩვენივე შეცდომებზე ბევრს ვისწავლით, მომდევნო მატჩს გაცილებით უკეთესად ვითამაშებთ და დარწმუნებული ვარ საბოლოო ანგარიშს ჩვენ სასარგებლოდ დავაფიქსირებთ."

  • Hala
  • 26 სექტემბერი 2010
  • 1 993
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)