ფრან გარსია „იუვენტუსსაც“ აინტერესებს
ტურინის „იუვენტუსი“ დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე სერიოზულად მუშაობს და ზრუნავს.
„ბებერ ქალბატონს“ არაერთი ფეხბურთელი ჰყავს რადარზე, მათ შორის მიგელ გუტიერესი და ფრან გარსია. გუტიერესთან დაკავშირებით სიახლეები ჯერ-ჯერობით არ არის, რადგან მხარეები სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან, გარსიას დამატება კი შესაძლოა ოპტიმალური ვარიანტი იყოს.
იტალიელები ესპანელი განაპირა მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.
იმ შემთხვევაში, თუ ალვარო კარერასი მადრიდელი გახდება და ჩაბი ალონსო მენდიზეც გააკეთებს გათვლას, ფრანის ადგილი გუნდში ნამდვილად აღარ დარჩება.
იტალიური გამოცემების ცნობით, „იუვენტუსი“ მადრიდულ მხარესთან კომუნიკაციას უახლოეს დღეებში გეგმავს.
ამ შემთხვევაში საჩქარო არაფერია, ვინაიდან ფრანი „მერენგებთან“ ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიემგზავრება, სადაც მისი როლი დიდი იქნება, ვინაიდან გუნდში მარცხენა მცველების სერიოზული პრობლემაა.
- 11 ივნისი 2025
- 480
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.