ვინი:„მოსამზადებლად 1 წელი გვაქვს“
ვინისიუს ჟუნიორმა პარაგვაის ნაკრების დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მიხარია, რომ გოლი გავიტანე, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. ასევე მიხარია, რომ მოვხვდით მსოფლიო ჩემპიონატზე.“
„ახლა ყველაზე მთავარი მომდევნო 1 წლის გამოყენებაა. ბრაზილიის ნაკრები თავის სიმაღლეზე უნდა დაბრუნდეს და ამისთვის დიდი დრო არ გვაქვს.“
„მჯერა, რომ კარლო ანჩელოტი ნაკრებში თვისობრივ ცვლილებებს შეიტანს. იტალიელთან ერთად ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო ნაყოფიერები.“
„დაზიანება? დისკომფორტი ვიგრძენი და მოედანი დავტოვე. შემოწმებას აუცილებლად გავივლი, თუმცა ტკივილი აღარ მაქვს.“
„ახლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე უნდა გადავერთო და „რეალთან“ ერთად გავიმარჯვო.“
- 11 ივნისი 2025
- 615
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.