კარერასი დიპლომატიასაც აღარ ინარჩუნებს
„ბენფიკას“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ალვარო კარერასთან დაკავშირებით, ესპანელი ფეხბურთელის უკმაყოფილება მოყვა.
განაპირა მცველი პორტუგალიურ კლუბს თხოვდა, რომ მადრიდის „რეალთან“ შეთანხმება რაც შეიძლება მალე დაეხურა, თუმცა ამაოდ.
ამ ყველაფრის საპირისპიროდ, „ბენფიკამ“ მოთამაშე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დაარეგისტრირა და „რეალში“ გადასვლის შანსი დროებით გააჩერა.
ახლა ალვარო დიპლომატიასაც აღარ ინარჩუნებს და ღიად აცხადებს, რომ მისი მიზანი ბერნაბეუზე გადასვლაა.
ასევე აღსანიშნავია, ესპანელის გუშინდელი ქმედება. კარერასმა დინ ჰოისენს ღიად მიულოცა მადრიდის „რეალში“ გადასვლა და დასძინა, რომ ისინი ერთმანეთს მალე შეხვდებიან.
- 11 ივნისი 2025
- 1 737
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.