როდრიგო ძალიან მოტივირებულია, რაც ჩაბის მოსწონს
უკვე 2 დღეა როდრიგო გოეში ჩაბი ალონსოს მითითებებს ასრულებს და ძალიან მოტივირებულია.
ესპანური გამოცემების ცნობით, გოეშს აღარც დაზიანება აწუხებს და არც ფსიქოლოგიური წნეხი.
ჩაბი ალონსოსთან საუბარმა ბრაზილიელ ფეხბურთელზე დადებითად იმოქმედა და ის საკმაოდ ეფექტურად ვარჯიშობს.
ალონსოს მოსწონს ტემპი, რომელიც როდრიგოს აქვს. ბრაზილიელი ინტენსიურად ვარჯიშებს და სესიებზე საკმაოდ ნაყოფიერია.
„მარკას“ ინფორმაციით, თუ ასე გაგრძელდება, ჩაბი გოეშის დატოვებაზე ნამდვილად იფიქრებს, რადგან ამ ეტაპისთვის ის მართლაც დიდ მოტივაციას და შესაძლებლობებს აჩვენებს.
- 11 ივნისი 2025
- 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.