პერესი:„ძვირფასო დინ, კეთილი იყოს შენი მობრძანება „რეალში““
ფლორენტინო პერესმა ახალწვეულ დინ ჰოისენს „რეალის“ მაისურის მორგება მიულოცა.
„ძვირფასო დინ, კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში.“
„დარწმუნებული ვარ, წლების მანძილზე ოცნებობდი სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშზე და დღეს შენი ოცნება ახდა. მინდა გამოგიცხადო სრული ნდობა და გისურვო წარმატებები.“
„ჰოისენი არის თანამედროვეობით ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რომელმაც პრემიერლიგაში საკუთარი ძალები დაამტკიცა. ვამაყობ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულა და დღეს დინი აქ არის.“
„მე მსურს, რომ გააგრძელო ისტორიის წერა, რომელსაც შესანიშნავი სტარტი აქვს.“
„შენ ყველგან აჩვენე რა შეგიძლია, სწორედ ამიტომ, მადრიდის „რეალმა“ შენზე გააჩერა არჩევანი. მჯერა, რომ გაუმჯობესდები.“
„ძვირფასო დინ, აქ არიან შენი ოჯახის წევრები, მე კი თითოეულ მათგანს ვპირდები, რომ მადრიდის „რეალი“ ყველგან და ყოველთვის შენთან იქნება.“
- 10 ივნისი 2025
- 1 541
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.