ჩაბის მიდგომა - მაქსიმალური ინტენსივობა!
ჩაბი ალონსომ პირველივე ვარჯიშზე აჩვენა ყველას, რომ „რეალის“ მთავარი სავიზიტო ბარათი ახალ სეზონში მაქსიმალური ინტენსივობა იქნება.
ამ ყველაფრისთვის შესაბამისი ფიზიკური მომზადებაა საჭირო, სწორედ ამიტომ, შტაბს სამუშაო ბევრი ექნება.
„„რეალმა„ ყოველთვის უნდა ირბინოს უფრო მეტი, ვიდრე მეტოქემ. ჩაბი წარმატების გასაღებს სწორედ სისწრაფეში და ბევრ მოძრაობაში ხედავს.
გუნდი ამუშავებს სხვადასხვა ტაქტიკურ ფორმაციას, ასევე პოზიციურ როტაციებს და ტაქტიკურ მონახაზებს.
ალონსო ნაკრებში წასულ ფეხბურთელებს მოუთმენლად ელის, რათა განახორციელოს ის ჩანაფიქრები, რაც ამ ეტაპისთვის ფურცელზე წერია.
- დღეს, 16:28
- 227
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.