ეპოქა დაიწყო - ალონსომ „რეალში“ პირველი ვარჯიში ჩაატარა!

მაშ ასე, ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

დღევანდელ სესიაზე ძირითადი გუნდის ფეხბურთელებიდან დანი კარვახალი, მილიტაო, დავიდ ალაბა, ბრაჰიმ დიასი, რაულ ასენსიო, როდრიგო გოეში, ფრან გარსია  და დანი სებალიოსი გამოჩნდნენ.

ალონსომ სესიაზე დაიბარა 11 კანტერანოც, რომლებმაც ახალი მწვრთნელის მითითებები შეასრულეს.

ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკურ კონდიციებს, ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშს, სტანდარტებს და კარში დარტყმებს.

რუდიგერი, მენდი, ენდრიკ ფელიპე და კამავინგა აღდგენით პროცესს განაგრძობენ.

სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა ფედერიკო ვალვერდემ, რომელმაც მთელი დღე ფიზიკურ კონდიციებს მიუძღვნა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (211)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)