105 დარტყმა, მაგრამ 6 გოლი
საინტერესოა, რომ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა პრიმერას 5 შეხვედრაში, 105-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, თუმცა მხოლოდ 6 გოლის გატანა შეძლეს.
აღნიშნული შედეგი, სამეფო კლუბის ისტორიაში უსუსტესია.ჯერ კიდევ შარშან, პელეგრინის შეგირდებმა ოთხი სათამაშო დღის თავზე, 16 ბურთის გატანა მოახერხეს.
ალბათ, მომენტების რეალიზაციის სიკოჭლეში, უწინარეს ყოვლისა, მადრიდელი შემტევები უნდა დავადანაშაულოთ.სტატისტიკურად, "თეთრებში" ყველაზე მეტჯერ რონალდუმ დაარტყა მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით.პორტუგალიელმა 41-ჯერ მოსინჯა კიპერების კარი, თუმცა აქედან მხოლოდ ერთხელ მიაღწია საწადელს.რაც შეეხება იგუაინს, ის მეორე ადგილზეა 15 დარტყმით, ხოლო ბენზემა და დი მარია მესამე-მეოთხე პოზიციას ინაწილებენ 8-8 გასროლით.
აქვე მინდა ლა ლიგაზე მოასპარეზე სხვა ლიდერების სტატისტიკაც გაგაცნოთ, "ბარსამ" ოთხ პაექრობაში 80-ჯერ გაგზავნა ბურთი მეტოქის კარისკენ და 9 გოლის გატანა შეძლო, ხოლო "ღამურებმა" კი 64 დარტყმიდან, ცხრა გოლად აქციეს.
როგორც ხედავთ, მადრიდისტებს საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი აქვთ.იმედია, უახლოეს მატჩებში ყველაფერი დადებითად შეიცვლება.
- 26 სექტემბერი 2010
- 1 757
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.