კურტუა მალე გაახანგრძლივებს
მადრიდის „რეალი“ არამხოლოდ ახალ ტრანსფერებზე, არამედ მოქმედ ფეხბურთელებთან ხელშეკრულებების გახანგრძლივებაზეც ძალიან სერიოზულად მუშაობს.
ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებით ინფორმაციები უკვე გავრცელდა, ახლა კი რიგში ტიბო კურტუაა.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ბელგიელმა კიპერმა პრეზიდენტ პერესთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მოქმედი ხელშეკრულება ტიბოს „ბლანკოსში“ დარჩენას 2026 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს, ახალი კონტრაქტით კი ის „მერენგების“ სადარაჯოზე 2028 წლის 30 ივნისამდე იდგება.
- დღეს, 14:31
- 174
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.