„რეალი“ ჰოისენს ხვალ წარადგენს, ტრენტს ხუთშაბათს
მაშ ასე, მიმდინარე კვირა მადრიდის „რეალში“ დატვირთული იქნება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ახალწვეულ დინ ჰოისენს ხვალ წარადგენს, ხოლო ტრენტ ალექსანდერ არნოლდის წარდგენა ხუთშაბათს არის ჩანიშნული.
ინგლისელი ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში ოთხშაბათს დილას ჩავა, სწორედ ამიტომ, წარდგება ხუთშაბათისთვის გადაიდო.
ასევე ცნობილია, რომ ალონსოს გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში 14 ივნისს აიღებს გეზს, იქამდე კი პრეზენტაციები დასრულებული უნდა იყოს.
- 9 ივნისი 2025
- 211
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.