მოდრიჩი:„ამ ფეხბურთელს „რეალში“ სიამოვნებით ვიხილავდი“
ლუკა მოდრიჩმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და მადრიდის „რეალს“ სხვა ფეხბურთელებიც დაუკავშირა.
„ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ჩემი მომავალი კლუბი გადაწყვეტილია, სიმართლეს არ შეესაბამება.“
„იყო ბევრი ზარი და შეტყობინება, მაგრამ საბოლოო პასუხი არავისთვის მითქვამს და რაც იწერება, ყველაფერი სიმართლე არ არის.“
„„რეალს“ ვემშვიდობები, ამას ცალსახად გიდასტურებთ, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ სხვა ცნობებს.“
„ვიტინია? მივიჩნევ, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველია, რომელიც ქმნის განსხვავებებს და ბურთთან ერთად ბევრი სასარგებლო საქმის კეთება შეუძლია.“
„პორტუგალიელი „ბლანკოსში“? სიამოვნებით ვიხილავდი, თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის.“
- 9 ივნისი 2025
- 2 675
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.