აბდულა ოზანი „რეალის“ ფეხბურთელია!
მადრიდის „რეალმა“ 16 წლის სუპერ ტალანტი დაიმატა. საქმე ეხება აბდულა ოზანს, რომლის მიმართ ინტერესი „რეალის“ გარდა „ინტერს“, „მილანს“, არსენალს“, „სიტის“, „იუნაიტედს“ და სხვა მაღალი რანგის გუნდებს ჰქონდათ.
აბდულა წლებია ამსტერდამის „აიაქსის“ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ღირსებას იცავს და ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელად ითვლება.
პირველ ეტაპზე აბდულამ შესაძლოა „ხუვენილ A-ში“, შემდეგ კი კასტილიაში ითამაშოს.
ჩაბი ალონსოს სურს, რომ ფეხბურთელმა ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიაროს და მთავარი გუნდისთვის მალე იყოს მზად.
მაროკოოული ფესვების მქონე ფეხბურთელი, ნიდერლანდებში წლებია ცხოვრობს და მოქალაქეობაც აქვს.
მადრიდში ოზანის ტრანსფერს დიდი ოპტიმიზმით უყურებენ.
- 9 ივნისი 2025
- 2 439
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.