კარვახალსა და მილიტაოზე გათვლა არ კეთდება
99%-ით გადაწყვეტილია, რომ დანიელ კარვახალი და ედერ მილიტაო ამერიკის შეერთებულ შტატებში „რეალთან“ ერთად იქნებიან, მაგრამ ჩაბი ალონსო მათზე გათვლის გაკეთებას არ აპირებს.
როგორც ესპანელი, ასევე ბრაზილიელი, მინიმიზემულ დროს მიიღებენ, ვინაიდან თავიდან იქნას არიდებული ყოველგვარი რისკი.
ამერიკული ტურნე მოთამაშეების ფიზიკური კონდიციების აღდგენას დაეთმობა. გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ახლადდაბრუნებულებს ხელი შეუწყოს.
ჩაბი აპირებს, რომ პრე-სეზონს კარვახალი და მილი მოწოდების სიმაღლეზე შეხვდნენ, სწორედ ამიტომ, ახლა არანაირი რისკი არ არის საჭირო.
გუნდს უკვე ჰყავს დინ ჰოისენი, ასევე ტრენტ ალექსანდერ არნოლდი, რომლებიც დაცვის რგოლს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.
- დღეს, 13:38
- 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.