სებალიოსს სერია A არ ხიბლავს
ესპანური გამოცემების ცნობით, დანი სებალიოსს „მილანისგან“ 4 წლიან კონტრაქტთან დაკავშირებით აქვს შეთავაზება.
მიუხედავად „როსონერის“ აქტიურობისა, ესპანელი ფეხბურთელისთვის სერია A საინტერესო არ არის. დანი მიიჩნევს, რომ ჩაბი ალონსოს ფორმაციის გუნდში ადგილის გამონახვა შეიძლება.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ ორთვენახევარზეა მეტი დარჩენილიდა ფიქრისთვის დრო ყველას მიეცემა.
თუ ალონსო სებასთვის ადგილს ვერ იპოვის, ესპანელს ახალი გუნდის მოძიება ნამდვილად არ გაუჭირდება, ამ ეტაპისთვის კი მოთამაშის მიზანს ბერნაბეუზე დარჩენა წარმოადგენს.
- 8 ივნისი 2025
- 476
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.