მადრიდში პრეზენტაციებისთვის დიდი სამზადისია
მადრიდის „რეალში“ ახალი ფეხბურთელების პრეზენტაციებისთვის დიდი სამზადისია.
„ბლანკოსი“ მომდევნო კვირას დინ ჰოისენის და ტრენტ ალექსანდერ არნოლდის წარდგენას აპირებს.
სწორედ ამისთვის მზადდება, სპეციალური დარბაზი და სცენა, რომელიც ფლორენტინო პერესისთვის, ახალწვეული ფეხბურთელებისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის იქნება განკუთვნილი.
მაღალი ალბათობით, ჰოისენის წარდგენა სამშაბათს შედგება, ტრენტის კი ხუთშაბათს.
- 8 ივნისი 2025
- 985
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.