„რეალს“ კონატე არ დავიწყებია
სამეფო კლუბი აქტიურად აკვირდება მოვლენებს, რომელიც „ლივერპულში“ იბრაჰიმა კონატესთან დაკავშირებით ვითარდება.
ფრანგი ფეხბურთელი მერსისაიდელებთან ახალ შეთანხმებას ხელს არ აწერს, ეს კი მოთამაშის ფასს ამცირებს, რადგან სულ რაღაც 1 წელიწადში თავისუფალი აგენტი ხდება.
კონატეს ფასი TransferMarkt-ის მონაცემებით 60 მილიონია, მაგრამ რადგან მას 1 წელიწადში კონტრაქტი ეწურება, ფაქტობრივად ნახევარ ფასადაც შეიძლება გაიყიდოს.
ასევე „რეალი“ ფიქრობს, რომ დაელოდოს 2026 წელს და მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ გადაიყვანოს ბერნაბეუზე, თუმცა ამისთვის ფრანგს დიდი ბრძოლის და ფსიქოლოგიური წნეხის გადატანა მოუწევს.
არსებული ცნობით, „ბლანკოსი“ კონატეს 30 მილიონად დამატებასაც განიხილავს.
- 7 ივნისი 2025
- 450
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.