„დორტმუნდს“ დიეგო აგუადო სურს

გერმანული გამოცემების ცნობით, „დორტმუნდს“ ახალგაზრდა მადრიდელი, დიეგო აგუადო სურს.

გერმანული კლუბი მზად არის, ესპანელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

იმ ფონზე, რომ დიეგოში მადრიდელები კარგ პერსპექტივას ხედავენ, მისი სრულად გაშვება ფაქტობრივად გამორიცხულია.

„ბილდ“-ის ინფორმაციით, მადრიდული გრანდი საიჯარო ხელშეკრულების პერსპექტივას განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე გერმანული მხარისგან ეს ინიციატივა მოწონებული არ არის.

„ას“-ის ცნობით, უახლოეს მომავალში ბორუსიელთა დელეგაცია მადრიდში ვიზიტს გეგმავს.


1

გუშინ და 15:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 989

მოკლედ კარერასი და მასტანტუანოც ვიყიდეთ, 

4-3-3 ითამაშებს ჩემი აზრით ალონსო, ან 4-2-3-1ს. ეს მეორე სჯობს ალბად, დაცვა ასეთი იქნება

                         კურტუა

არნოლდი   ჰოისენი რუდიგერი   კარერასი

                 ჩუამენი ვალვერდე

  როდრიგო       ბელინგემი      ვინისიუსი

                         მბაპე


ბურთის დამჭერის პრობლემა

ისევ იქნება ამ ტაქტიკაში, არც ბაზარზეა ვინმწ

ისეთი, მასტანტუანო მარჯვენა ნახ მცველია , ვინგერადაც რო თამაშობს, 6ნომერი გვინდა ასეთი როდრი ვიცი ჩუამენის ნაცვლად და დაგვხატავდა თან მარა სიტი არ გაყიდის




2

გუშინ და 17:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 698

კურტუა

არნოლდი ჰოისენი რუდიგერი კარარესი

ვალვერდე ჩუამენი ბელინგემი სტილერი

მბაპე ვინი

ასე უფრო დალაგებულ ფეხბურთს ითამაშებდა გუნდი ჩემი აზრით, სამწუხაროდ რეალს/ალონსოს 4-4-2 სქემა არ უყვარს, ჩუამენი დაცვას დააზღვევს მძიმე თამაშებში, სისწრაფეა საჭირო შეცვალა კამავინგამ და ცენტრიც და ფლანგებიც უფრო მობილური/სწრაფი გახდებოდა, სტილერს რო რამე სებალიოსი ჩაანაცვლებდა, თუ არ უშვებენ, ასე თუ ისე ორივე ბურთს გაანაწილებდა და საერთო ჯამში 4 კაცი ბურთს გააკონტროლებდა უკეთესად ცენტრში, საჭირო იქმებოდა ცენტრის არ წაგება ბურთის კონტროლი + პასის დარიგება, ამ შემთხვევაში ფლანგების სწრაფი მოძრაობა მბაპე-ვინის მომარაგებას ხელს შეუწყობდა, ერთი სიტყვით სამწუხაროდ როდრიგო მეზედმეტება უკვე,  მარგი კოეფიციენტი ძალიან დაბალი აქვს, ბელინგემი აწიოს ოდნავ მაღლა ბოლო-ბოლო თუ შეატყო, რომ შეტევა სათანადო დონეზე ვერ გამოიყურება,  არვიცი მწვრთნელი და შტაბი უკეთესად დაინახავს და შეაფასებს მე ვინ მომისმენს... ერთი ის ჩანს, რომ დაცვა/ნახევარდაცვაში კარგი/დიდი კონკურენცია იქნება და ტრამვის საშიშროებაც, რომ წარმოიშვას ყველა რგოლში ასე თუ ისე გვეყოლება ერთი ნორმალური ფეხბურთელი მაინც, რომ სხვას პოზიცია არ შეუცვალონ როგორც უწინ... წარმატებები ალონსოს კარგ ტაქტიკას ველი და ბიჭების მონდომებას და ყველაფერი კარგად იქნება, ასეთი შემადგენლობა რეალის თუ კიდე სამარცხვინოდ დამარცხდა ბარსასთან იამალი მესის შვილად მონათლონ ოფიციალურად :დ


3

გუშინ და 18:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 429

ჩერკი უნდა გვეყიდა,ჯერ კიდე ზზ უნდოდა მაგრამ არ დაუჯერეს


4

გუშინ და 18:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 80
გუშინ და 18:27, REZY says:

ჩერკი უნდა გვეყიდა,ჯერ კიდე ზზ უნდოდა მაგრამ არ დაუჯერეს

ჩერკი მართლა მაგარია მარა რას ვიზავთ სიტისაა უკვე


5

გუშინ და 18:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 145

კურტუა, არნოლდი, ასენსიო, ჰოისენი, კარერასი, შტილერი, ვალვერდე, ბელინგემი, მასტანტუონო, ვინიციუსი, მბაპე....

კურტუას თუ არ ჩავთვლით გუნდი ახალგაზრდულია და ყველამ თუ მაქსიმუმი დადო გუნდი წარმატებას მიაღწევს...

ენდრიკის კაი ფეხბურთელობის არ მჯერა და ჯობია ვინმე ხოსელუს სტილის ცენტრი დაითრიონ ვისაც სკამზე ჯდომის პრობლემა არ აქვს.......

რაც შეეხება ტეოს, გუშინ დაამტკიცა რომ ჯობია არაბეთში წავიდეს!!!!


6

გუშინ და 19:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 551

არნოლდს განიხილავთ ძირითადში როცა გუნდს კარვახალი ჰყავს? სირცხვილია


7

გუშინ და 19:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 145
გუშინ და 19:07, KingLeo10m says:

არნოლდს განიხილავთ ძირითადში როცა გუნდს კარვახალი ჰყავს? სირცხვილია

კარვახალი როგორი დაბრუნდება ასეთი ტრამვის შემდეგ არავინ არ იცის.... 

33 წლისაა და ამ ასაკში ასეთი ტრამვის შემდეგ რთული იქნება ძველი ფორმის აღდგენა....


8

გუშინ და 19:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 460

მწვრთნელს რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგად გამოჩნდა ამ სეზონში. ბარსელონას და პსჟ ს მაგალითი გვქონდა ამ სეზონში. ორო რადიკალურად განსხვავებული გუნდი წინა სეზონებში და ამ სეზონში. იმედია ალონსოც დაატყობს თავის ხელს და რამე ახალს შემატებს გუნდს. პირველ რიგში სამი რამ ჭირდება გუნდს: 1. დისციპლინა 2. პრესინგი 3.გუნდური დაცვა. ..... როცა თავს ვიცავთ ხშირად არის შემთხვევები როცა შემტევი ოთხელი ან სამეული არ მორბის უკან, მოძუნძულებენ ან საერთოდ დადიან. როოდესმე გინახავთ მბაპე, ვინისიუსი, როდრიგო ისე გამოკიდებოდა უკან კაცს როგორც კვარა მოზდევდა დუმფრის. ზუსტად ეგნუ ისწავლონ. გუნდური დაცვა. ლუის ენრიკემ კარგად თქვა: მე არ მჭირდება მოედანზე სამი შემტევი, სამი ნახევარმცველი და ოთხი მცველი, მე მჭირდება 10 შემტევი და 10 დამცველი. და მაგას მოაქვს ტოტალური ფეხბურთი. 

დიდი იმედი მაქვს ალონსო დაალაგებს ამ ყველაფერს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (87)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)