ფორტეამ გაახანგრძლივა!
ხესუს ფორტეა, რომელიც მადრიდის „რეალიდან“ წასვლასთან ახლოს იყო, კლუბში 2029 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
ალვარო არბელოამ და ჩაბი ალონსომ ერთობლივად იმუშავეს და ხესუსი გადაარწმუნეს.
აღსანიშნავია, რომ ფორტეას ახალ კარვახალს უწოდებენ და ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მოთამაშეს წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, რაც პირველ რიგში კარლო ანჩელოტისთან არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდა.
ხესუსი მთელ სეზონის განმავლობაში ითხოვდა შანსს, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი მას არ ენდო.
მარჯვენა მცველი 26 მარტს გახდა 18 წლის, მას ჩაბი ალონსო მთავარ გუნდშიც განიხილავს და მიიჩნევს, რომ სულ მალე უმაღლესი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.
- 6 ივნისი 2025
- 350
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.