„რეალის“ დელეგაცია პორტუგალიაშია
ესპანური გამოცემების ცნობით, დღეს დილით მადრიდის „რეალის“ დელეგაცია პორტუგალიაში ჩაფრინდა.
ფლორენტინო პერესის დავალებით, შესაბამისი ჯგუფი უკვე აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ალვარო კარერასის ტრანსფერი დახუროს.
არსებული ცნობით, დღის ბოლომდე მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს, ვინაიდან ყველა მიმართულებით არის პროგრესი.
თავად კარერასს „ბლანკოსთან“ პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს.
ასევე ცნობილია სატრანსფერო თანხა და გადახდის ეტაპებიც. არსებული ცნობით, „ბენფიკა“ უკვე ხვდება, რომ სიტუაციის გაჭიანურებას აზრი არ აქვს და ეს შეთანხმება გარდაუვალია.
მადრიდული დელეგაცია ესპანეთში დაბრუნებას ხვალ, კონკრეტული შედეგებით გეგმავს.
- 5 ივნისი 2025
- 2 463
- 24
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.