კონატე:„მბაპეს პირველი სეზონი პროდუქტიული იყო“
იბრაჰიმა კონატეს საფრანგეთის ნაკრებში კილიან მბაპეს შესახებ ჰკითხეს.
„მბაპეს პირველი სეზონი პროდუქტიული იყო, მან მოიგო „პიჩიჩი“ და გაიტანა ყველაზე მეტი გოლი ევროპის ტოპ ლიგების მასშტაბით. როგორ ფიქრობთ, ეს მცირე მიღწევაა?!“
„როდესაც „რეალში“ თამაშობ, შენს მიმართ მოლოდინი დიდია და ეს ბუნებრივიც გახლავთ.“
„ალბათ ხმაურიანი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მბაპე ახალ სეზონში კიდევ უფრო მეტს გაიტანს.“
„კარგად ვიცნობ ფრანგი ფეხბურთელის შესაძლებლობებს, ის ძალიან მაღალი დონის ოსტატია.“
- 5 ივნისი 2025
- 347
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.