მოდრიჩი მილანში ორშაბათს ჩავა
იტალიური და ესპანური გამოცემები უკვე დარწმუნებით იუწყებიან, რომ ლუკა მოდრიჩსა და „მილანს“ შორის შეთანხმება შედგა.
ხორვატი ფეხბურთელი ორშაბათს მილანში ჩავა, სამშაბათს კი სამედიცინო ჯგუფს შეხვდება და შემოწმებას გაივლის.
მადრიდის „რეალმა“ ლეგენდარულ ნახევარმცველს აღნიშნულის უფლება უკვე მისცა.
„ას“-ის ინფორმაციით, მოდრიჩი „მილანთან“ 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი 3.8 მილიონ ევროს მიაღწევს.
შეთანხმებაში ასევე ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „როსონერის“ დამატებით 1 წლის ამოქმედება შეეძლება, ფინანსური მდგომარეობა კი იგივე დარჩება.
- 4 ივნისი 2025
- 1 059
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.