ბელინგემი:,,მასთან ერთად 1 თამაშის ჩატარება ჩემი ოცნებაა"
ჯუდ ბელინგემმა კლუბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩვენი შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ენთუზიაზმი ნამდვილად გვაქვს და არ გვსურს, რომ სეზონი უტიტულოდ დავასრულოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მატჩი, რომელსაც შეერთებულ შტატებში გავმართავთ.“
„ახალ მწვრთნელს ახალი მიდგომები ექნება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ პროფესიონალიზმი პირველ რიგში ადაპტაციის უნარს ნიშნავს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის და ვიცით, რომ წინ დიდი თავგადასავლები გველის.“
„ბერნაბეუზე დაბრუნებად მოუთმელად ველით. გულშემატკივრებს არაერთხე გავუცრუეთ იმედი, მაგრამ გვჯერა, რომ სიტუაციას შევცვლით და ახალი სეზონიდან „რეალი“ თავის სიმაღლეზე დაბრუნდება. თითოეული ფეხბურთელი ითავისებს პასუხისმგებლობას, რომელიც მადრიდის „რეალში“ თამაშს უკავშირდება.“
„ვერ გეტყვით, რა სისტემას აირჩევს ალონსო, მაგრამ დარწმუნებით გეტყვით, რომ მადრიდის „რეალი“ არ უღალატებს საკუთარ იერ-სახეს და ეცდება კვლავ იყოს გამარჯვებული. გუნდი მენტალურად ძლიერია.“
„ტრენტი? ჩემი და მისი მეგობრობის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ინგლისელი ფეხბურთელი მადრიდში ადაპტაციას მარტივად გაივლის. მე მას ყველაფერში დავეხმარები.“
„ვოცნებობ, რომ 1 მატჩი მაინც ჩავატარო ზინედინ ზიდანთან ერთად, მისი ელეგანტური მოძრაობები, ბურთთან ურთიერთობა და ფსიქიკა ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი იყო. ზიზუ ლეგენდაა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში.“
„ოპერაცია? ამაზე საუბარი ახლა არ მსურს. ახლა ჩემი ყურადღება მხოლოდ ნაკრებზე, შემდეგ კი მსოფლიო მუნდიალზეა გადატანილი.“
- 4 ივნისი 2025
- 2 427
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.