პროცესი დაიძრა - კარერასი მადრიდს უახლოვდება
ბოლო დღეებში გაყინული პროცესი, რომელიც ალვარო კარერასის „რეალში“ გადასვლასთან იყო დაკავშირებული, კვლავ აქტუალური გახდა.
არაერთი ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ცნობით, უახლოეს 72 საათში მადრიდის „რეალმა“ ესპანელი მარცხენა მცველი უნდა დაიმატოს.
ხოსეპ პედრეროლის თქმით, ალვარო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდულ გრანდთან ერთად გაემგზავრება.
პროცესში ჩართულია მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობაც, რომელიც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების გარკვეულ წილს ფლობს.
ფლორენტინო პერესი კარერასის დროულ ტრანსფერს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან გუნდს დაცვის მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები აქვს.
- 4 ივნისი 2025
- 498
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.