1 ნაბიჯი და „რეალი“ სუპერ ტრანსფერს ხურავს!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლობა არგენტინაში პროცესებს დიდი სისწრაფით ანვითარებს.
ფლორენტინო პერესმა ხუნი კალაფატს რაც შეიძლება ეფექტური მუშაობა და მნიშვნელოვანი ტრანსფერის დასრულება თხოვა.
საქმე ეხება ფრანკო მასტანტუონოს, რომელიც „რეალის“ რადარზე უკვე დიდი ხანია არის. გუშინ საღამოს, კალაფატი და მისი წარმომადგენლები არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახს შეხვდნენ.
საქმეში ჩართულია „პსჟ“-ც, მაგრამ ფაქტია, რომ „რეალს“ სიტუაცია კარგად აქვს გაანალიზებული.
მადრიდული გამოცემების ცნობით, კალაფატი მადრიდში კონკრეტული შედეგებით ბრუნდება. როგორც დედაქალაქში ვარაუდობენ, არგენტინელ ტალანტს 1 ნაბიჯი აშორებს ბერნაბეუმზე და ეს ნაბიჯი ძალიან მალე გადაიდგმება.
- 4 ივნისი 2025
- 3 248
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.