კარვახალი:„ევროპულ კლუბში აღარ ვითამაშებ“
დანიელ კარვახალმა პირდაპირ თქვა, რომ მომავალში ევროპის კლუბში აღარ ითამაშებს.
„მადრიდის „რეალი“ ჩემი ცხოვრების გუნდია. ევროპულ კლუბში აღარ ვითამაშებ და არც სამეფო კლუბის წინააღმდეგ გავალ მოედანზე.“
„ჩემი ინტერესის სფეროში ნამდვილად არის მოქცეული ამერიკის შეერთებული შტატები და დრო მოვა, როდესაც ამ წინადადებებს განხილვას დავუქვემდებარებ.“
„ყატარი და საუდის არაბეთი? ყველას პატივს ვცემ, მაგრამ მოლაპარაკება არავისთან მაქვს, ახლა „რეალის“ გარდა სხვა კლუბებზე არ ვფიქრობ.“
„ვეცდები, ზაფხული კარგად გამოვიყენო და ახალ სეზონს კარგ კონდიციაში შევხვდე.“
„კონკურენცია ტრენტ ალექსანდერ არნოლდთან? ინგლისელი „რეალისთვის“ დიდი შენაძენია. გამომდინარე ტურნირის მასშტაბებიდან, ჩვენ სათამაშო დროს აუცილებლად მივიღებთ.“
- 4 ივნისი 2025
- 1 407
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.