ტუხელი:„ბელინგემი ადრე თუ გვიან ოქროს ბურთისთვის იბრძოლებს“
ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრებთან ერთად იმყოფება და ინტენსიურ ვარჯიშებს ატარებს. ჟურნალისტებთან შეხვედრისას გერმანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელების მდგომარეობა შეაფასა, მათ შორის ის შეეხო ჯუდ ბელინგემს.
„ბელინგემი ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელია, მას აქვს თვისებები, რომელიც მხოლოდ ვარჯიშით არ გამომუშავდება.“
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრების ვარსკვლავი ადრე თუ გვიან ოქროს ბურთისთვის იბრძოლებს.“
„საუკეთესო თვისება? ის არის ძალიან დიდი ინტელექტუალი და იცის, როგორ მოეპყროს ბურთს.“
„მადრიდის „რეალმა“ ბელინგემზე დიდი გავლენა იქონია, ის ისე თამაშობს, როგორც უდიდესი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი, არადა ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი ვარსკვლავი მხოლოდ 21 წლის არის.“
- 3 ივნისი 2025
- 473
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.