გვარდიოლა როდრის დარწმუნებას ცდილობს
როგორც ჩანს, მადრიდის „რეალის“ ინტერესი ხოსეპ გვარდიოლასთვის შეშფოთების საგანია.
ესპანელი სპეციალისტი მაქსიმალურად ცდილობს როდრის დარწმუნებას, რომ „სიტიში“ დარჩეს და ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
პეპს ახალი გუნდის მშენებლობა აქვს დაწყებული, სადაც როდრის როლი კვლავ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი იქნება.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფლორენტინო პერესი ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს ამზადებს და ამ ტრანსფერის შესაძლებლობით ჩაბი ალონსოც მოხიბლულია, „სიტის“ ხელმძღვანელობამ საფრთხე იგრძნო.
ამას ემატება როდრის ასაკიც. ესპანელი ხვდება, რომ თუ პრემიერლიგაში დარჩება, მადრიდში გადასვლის შანსს ვეღარ მიიღებს, სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება დროულად არის მისაღები.
- 3 ივნისი 2025
- 1 474
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.