გრიმალდო:„ჩაბი ალონსო ყველა მატჩს ტაქტიკურ ანალიზს უკეთებს“
„ლევერკუზენის“ განაპირა მცველმა გრიმალდომ ჩაბი ალონსოზე ისაუბრა.
„ეს არის გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მწვრთნელი, რომელიც ძალიან დიდ დროს უთმობს ტაქტიკურ ანალიზს და პრობლემების შემთხვევაში ეძებს საუკეთესო გამოსავალს.“
„ვერტიკალური თამაში? მსგავსიც ყოფილა. არაერთი გაგვიმახვილებია ყურადღება ბურთის ფლობაზე, ანაც პირიქით, კონტრ-შეტევების კომპონენტზე.“
„ჩაბი ყოველთვის ცდილობს, რომ იყოს მრავალმხრივი. მადრიდის „რეალმა“ ალონსოს დანიშვნით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და ამ ყველაფერს ჩვენ სულ მალე ვიხილავთ.“
„5 ან 4 მცველი? ესეც ტაქტიკური მონახაზის ნაწილი იყო. ჩვენთვის ესპანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებები ყოველთვის ეფუძვნებოდა კონკრეტულ საჭიროებებს.“
- 3 ივნისი 2025
- 611
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.